27 აპრილი 2024,   06:43
ვრცლად
უკონტროლოდ მოძრავი ჩინური რაკეტა დედამიწაზე შესაძლოა დღეს ჩამოვარდეს

დღეს შესაძლოა კოსმოსში უკონტროლოდ მოძრავი ჩინური რაკეტა დედამიწაზე ჩამოვარდეს. რაკეტის ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილი წყნარი ოკეანის ნეიტრალური წყლებია. მანამდე 22-ტონიანი რაკეტის დიდი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლისას უნდა დაიწვას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინური რაკეტის ჩამოვარდნა დიდი ალბათობით რაიმე ზიანს არ გამოიწვევს.

უკვე რამდენიმე დღეა 30 მეტრის სიგრძის Long March 5B კოსმოსში 29 ათასი კმ/სთ სიჩქარით უკონტროლოდ გადაადგილდება. ამ ფაქტის გამო ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.

დღის ამბები