27 აპრილი 2024,   02:54
ვრცლად
შესრულდება თუ არა თბილისიდან ისრაელში დაგეგმილი ავიარეისები - ავიაკომპანიაში განმარტება კეთდება

დღეს თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით 19 საათზეა დანიშნულია "ჯორჯიან ეარვეისის" რეისი. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ისრაელში და რეისი დაგეგმილად შესრულდება.

ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელმაც ღაზას სექტორიდან ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად მუშაობა შეაჩერა, რეისების მიღება ამ დროისთვის უკვე განაახლა. ამის შესახებ ებრაული მედიასაშუალებები იუწყებიან. მათი ინფორმაციით, ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტი უკვე ახორციელებს რეისების მიღებასა და გაშვებას.

"დღეის მდგომარეობით, ბენ გურიონის აეროპორტი არის გახსნილი და ჩვენ, "ჯორჯიან ეარვეისი" შევასრულებთ ჩვენს რეისს თბილისი-თელავივი-თბილისი. 19:10 საათზე მიფრინავს ჩვენი თვითმფრინავი. აქედან მიჰყავს 19 მოქალაქე, იქიდან კი 166 მოქალაქე ჩამოფრინდება," - აცხადებს "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორი რომან ბოკერია.

დღის ამბები