27 აპრილი 2024,   08:01
ვრცლად
"ჩვენი მოქალაქეების დასაცავად დასახულ მიზანს მივაღწევთ და ისრაელში სიმშვიდეს აღვადგენ" - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის ქალაქებში განგაშის სიგნალი არ წყდება, მოქალაქეები თავშესაფრებში იმყოფებიან. "ჰამასმა" თელ-ავივის, აშდოდისა და ბეერშევას მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა. დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. არიან დაშავებულები, თუმცა დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კონფლიქტის ესკალაციის დაწყებიდან დღემდე, ისრაელმა საპასუხო ზომების ფარგლებში ღაზის სექტორში 600-მდე სამიზნე გაანადგურა.

ისრაელის საჯარისო დანაყოფების ნაწილმა ღაზას სექტორის მიმართულებით გადაადგილება დაიწყო.

პარალელურად, ისრაელის ქალაქებში სამოქალაქო დაპირისპირება მიმდინარეობს. პალესტინის მხარდასაჭერად ეთნიკურად არაბი მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოქალაქეებს მიმართა, მისი თქმით, ებრაელებსა და არაბებს შორის მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირება მიუღებელია და ისინი ერთმანეთს ლინჩის წესით არ უნდა ასამართლებდნენ.

"ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა იერიში განახორციელა 1000-მდე სამიზნეზე. დრო დაგვჭირდება, თუმცა ჩვენი მოქალაქეების დასაცავად დასახულ მიზანს მივაღწევთ და ისრაელში სიმშვიდეს აღვადგენ," - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. 

დღის ამბები