27 აპრილი 2024,   02:04
ვრცლად
3 რაკეტა ლიბანიდან ისრაელისკენ - თავდაცვის ძალები ინფორმაციას ავრცელებს

სამი რაკეტა ლიბანისგან - ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაკეტები ისრაელის ჩრდილოეთით, ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა. უწყება "ტვიტერზე" წერს, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა და სხვა დეტალების შესახებ არაფერს ამბობენ. 

ისრაელის მედიის ცნობით, ბომბებს მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია და სირენებიც არ ჩართულა. 

რაკეტების სროლაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას აუღია. 

ლიბანში ახლა რამდენიმე სამხედრო დაჯგუფება მოქმედებს, მათ შორის არის მოძრაობა ჰეზბოლა, რომელთანაც ისრაელს 2006 წელს ერთთვიანი ომი ჰქონდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები