17 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
20 ივნისს დაზარალებულებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის სახელზე წერილი შეიტანეს

20 ივნისს დაზარალებულებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის სახელზე წერილი შეიტანეს. მიმართვას ხელს 17 აქტივისტი აწერს. აქციის დროს დაზარალებულები მედიატორებისგან ითხოვენ დახმარებას, რათა პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონი არ მიიღონ. აქტივისტებისთვის ორივე რედაქცია მიუღებელია.

"ამნისტიის მიღება ხელს შეუწყობს ჯერ კიდევ გამოუძიებელი დანაშაულების დაუსჯელად გამოცხადებას და იმ ჯალათი პოლიციელების დაუსჯელობას, რომლებმაც ადამიანებს ტრავმები მიაყენეს. მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის უფლება შეილახა 20 ივნისს და ასევე დაუსჯელობის სინდრომსაც გააღვივებს და გაზრდის ამ მიმართულებით," - განაცხადა მაკო გომურის დამ მზია გომურმა.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ მათი სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება.

"ჩვენ ამ ამნისტიის კანონპროექტებზე, როგორც მმართველი პარტიის, ისევე ოპოზიციის, ჩვენი უარყოფითი პოზიცია დავაფიქსირეთ. ჩვენი ბრძოლა არ დასრულდება, გაგრძელდება თუნდაც იმ მხრივ, რომ სამართლებრივ ბრძოლას დაემატება ახალი ეტაპი და პუნქტი, იმიტომ, რომ ჯერ ჩვენი უფლებები შეილახა და ახლა უკვე ამ უფლებების რეაბილიტაციისთვის ბრძოლის საშუალებას გვისპობს პოლიტიკური კლასი საქართველოში," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები