27 აპრილი 2024,   03:30
ვრცლად
"ახლაც წუთი-წუთზე ველოდები, შეიძლება ჩართვის დროსაც იყოს განგაში, ჟდეროთში საცხოვრებელ სახლს დაეცა რაკეტა" - ისრაელში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი

ისრაელში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი თამარ მიხანაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში ჰყვება, რომ ისრაელის ერთ-ერთ ქალაქში, აშდოტში რამდენიმე წუთის წინ საჰაერო განგაში იყო. მისივე განმარტებით, რაკეტებს სხვადასხვა ქალაქებისკენ ზალპური მეთოდით უშვებენ.

"როდესაც დამიკავშირდა თქვენი პროდიუსერი, რომ 5 წუთით ვდებდით ინტერვიუს უფრო გამიხარდა იმის მხრივ, რომ ზუსტად მაგ დროს იყო საჰაერო განგაში, 5 წუთის უკან აშდოტში, ახლაც წუთი-წუთზე ველოდები, შეიძლება ჩართვის დროსაც იყოს განგაში.

ზალპური სისტემით წამოვიდა აშკერონისკენ, აშდოტისკენ, ჟდეროთისკენ. ჟდეროთში არის საცხოვრებელ სახლზე დაცემული რაკეტა.

გუშინ მთელი ღამე პრაქტიკულად თავშესაფარში გავათენეთ, 9 საათამდე იყო ზალპური სისტემით სროლები და გააგრძელეს ახლაც, ასე რომ ძალიან დაძაბული მდგომარეობა არის," - განაცხადა თამარ მიხანაშვილმა.

დღის ამბები