27 აპრილი 2024,   09:08
ვრცლად
საქართველო-ისრაელის ავიარეისები არ შემწყდარა - ლაშა ჟვანია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია "ღამის კურიერში" აცხადებს, რომ საქართველოდან ისრაელის მიმართულებით ფრენები ჩვეულებრივ გრძელდება.

მისივე განმარტებით, ისრაელის ქალაქების ან თვითონ ქვეყნის დატოვების სურვილი მასიურად არ არის.

"ავიარეისები არ შემწყდარა. ერთადერთი, რაც გუშინწინ იყო, რომ აეროპორტი დიხურა 1,5 საათით, შემდგომ გაიხსნა ჩვეულებრივ. თუ იყო კრიზისული მდგომარეობა და საშიში, ისრაელის სხვა აეროპორტში მოხდა დაფრენა რამდენიმე თვითმფრინავის, რამდენიმე თვითმფრინავის ლარნაკაში, მაგრამ თბილისი-თელ-ავივის რეისს ეს არ შეხებია.

დღეს დილას ჩვეულებრივ გაფრინდა, როგორც Airzena-ს რეისი, ისე სხვა. არ არის ხოლმე დაგეგმილი შაბათ დღეს, მაგრამ უკვე კვირიდან ჩვეულებრივ განახლდება და ამის შესახებ ინფორმაციას ვაწვდით ჩვენ მოქალაქეებს, როდის იქნება რეისი.

თუმცა, სიმართლე გითხრათ, არ არის მასიურად სურვილი ქალაქების და თვითონ ქვეყნის დატოვების," - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

დღის ამბები