05 მაისი 2024,   07:33
ვრცლად
ბაიდენისა და პუტინის პირველი ოფიციალური შეხვედრა ჟენევაში გაიმართება - ინფორმაციას შვეიცარული მედია ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი ოფიციალური შეხვედრა ჟენევაში გაიმართება. შვეიცარიული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი თავის ამერიკელ კოლეგას უახლოესი ორი კვირის განმავლობაში შეხვდება.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დეტალებს შეგნებულად არ ასაჯაროებს, მიზეზი უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფაა. მიუხედავად ამისა, შვეიცარიულმა მედიამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია შეხვედრის სამზადისშია.

მაგალითისთვის, გუშინ შვეიცარიის საჰაერო სივრცეში აშშ-ის საჰაერო ძალების ბოინგი შევიდა. ადგილობრივმა მედიამ ამერიკული საჰაერო ძალების ხომალდის გადაადგილება თვითმფრინავების ონლაინ მონიტორინგის სერვისით შეძლო.

შეხვედრის შესახებ საბოლოო შეთანხმებას ოფიციალური მოსკოვი არ ადასტურებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ თუ შეხვედრა შედგება, ის ევროპულ დიპლომატიურ ქალაქში გაიმართება. თუმცა, კრემლში შეხვედრის დეტალებზე ღიად საუბარს თავს არიდებენ.

დღის ამბები