05 მაისი 2024,   04:13
ვრცლად
ბელარუსის ამ ქმედებას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება - ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირში სანქციებზე მსჯელობენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ოპოზიციონერი ჟურნალისტის გატაცების გამო ბელარუსი მძიმე შედეგებს მოიმკის.

"პასუხი ამ აღმაშფოთებელ საქციელზე იქნება ძალიან მკაცრი. ლუკაშენკომ და მისმა რეჟიმმა უნდა გაიგონ, რომ ამ ყველაფერს მძიმე შედეგები მოჰყვება," - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. 

მისივე თქმით, ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ შემდგომ სანქციებს საავიაციო სექტორის, ასევე ბიზნესისა და ეკონომიკური სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც აფინანსებენ ლუკაშენკოს რეჟიმს.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლეიენმა სოციალურ ქსელ twitter-ზე დაწერა, რომ ბელორუსი მიიღებს 3 მილიარდიან ეკონომიკურ და საინვესტიციო პაკეტს იმ დროისთვის, როდესაც ის  დემოკრატიული ქვეყანა გახდება. 

No description available.

შეგახსენებთ, რომ Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიფრინავდა, მინსკში მოტყუებით დასვეს.

თვითმფრინავს მარშრუტი ლიეტუვას საზღვრის გადაკვეთამდე 2 წუთით ადრე, ბომბის ცრუ შეტყობინების საბაბით შეუცვალეს. როგორც აღმოჩნდა, ქმედების მიზანი ბელარუსი დისიდენტი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაპატიმრება იყო, რომელიც იმ დროს ბორტზე იმყოფებოდა. 

დაკავებულ ჟურნალისტს ბელარუსის ხელისუფლება სწორედ ოპოზიციის მხარდაჭერასა და მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. რომან პროტასევიჩს ბელარუსში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო: euronews

ამავე თემაზე
დღის ამბები