შერეულ ორთაბრძოლებში (UFC) მოქმედი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას და იქ მასტერკლასის ჩატარებას გეგმავს.
sova.news-ის ინფორმაციით, ღონისძიება 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ოკუპირებული სოხუმის სტადიონზე გაიმართება.
იმავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის ბოლოს სპორტსმენის მენეჯერი რიზვან მაგამედოვი თბილისს სტუმრობდა, ვიზიტის დროს შედგა ონლაინ კონფერენცია, სადაც რეგიონში შერეული ორთაბრძოლების განვითარებაზე იმსჯელეს. sova.news-ი იქვე წერს, რომ აღნიშნულ ვიდეოკონფერენციაში თავად ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვიც მონაწილეობდა.
ხაბიბ ნურმაგომედოვმა რამდენიმე წლის წინ საქართველოში თავადაც იმოგზაურა და თბილისსაც სტუმრობდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთხელ მაინც ჩავა, შემდეგ საქართველოში შემოსვლა ეკრძალება.