19 მაისი 2024,   03:45
ვრცლად
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს - ადვოკატები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტას ითხოვენ

სოფელ გუმათში პოლიციაა მობილიზებული - ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები უკვე იკრიბებიან რკინის ბარიერთან, რომელიც სამართალდამცველებს აქვთ აღმართული და რომლის გადალახვის მცდელობისას გუშინ 8 აქტივისტი დააკავეს. მათი სასამართლო სხდომები ამ წუთებში იმართება.

საია-ს იურისტის დარინე სალდაძის განმარტებით, დაკავებული პირები არ უნდა იყვნენ ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად.

"მტკიცებულებები, რაც არის მოცემულ შემთხვევაში, არ იძლევა იმ შემადგენლობას, რაც მოცემულ სამართალდარღვევით არის გათვალისწინებული კოდექსით. შესაბამისად, ჩვენს მოთხოვნას წარმოადგენს, რომ შეწყდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის წარმოება და შესაბამისად, პირები არ იქნენ ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად," – განაცხადა დარინე სალდაძემ.

ადვოკატის დალი სულაქველიძის განცხადებით, დაცვის მხარე მოითხოვს, რომ გადმოეცეთ საქმის მასალები და დაკავებული პირები დაუყოვნებლივ იყვნენ გათავისუფლებულნი. მისივე თქმით, მათ მიმართ უკანონო დაკავების ვადები ხორციელდება. უფლებადამცველი ამბობს, რომ დაცვის მხარეს დაკავებული პირების უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები გააჩნიათ, რასაც სასამართლოზე მომდევნო დღისთვის წარადგენენ.

დღის ამბები