25 მარტი 2023,   02:24
ვრცლად
მძღოლი, რომელიც დიდ დიღომში ავტობუსს შეეჯახა, დააკავეს - ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო და მართვის მოწმობა არ ჰქონდა

მძღოლი, რომელიც დიდ დიღომში მსუბუქი ავტომანქანით ავტობუსს შეეჯახა, პოლიციამ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, ამის შესახებ "კურიერს" შსს-ში განუცხადეს. 

უწყების ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო და, ასევე, მართვის მოწმობა არ ჰქონდა.  

შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა. 

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ავტობუსის მძღოლმა მუშაობა დაასრულა და ავტოფარეხის მიმართულებით მიდიოდა. მსუბუქი მანქანის მძღოლმა მიმალვა სცადა, მას პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი დაედევნა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები