02 მაისი 2024,   11:17
ვრცლად
დედოფალი ელისაბედი პირველი მონარქია, რომელიც ტახტზე ასვლიდან 70 წელს იზეიმებს - ბრიტანეთი ღონისძიებებისთვის ემზადება

დედოფალი ელისაბედ მეორე პირველი მონარქია, რომელიც ტახტზე ყოფნის პლატინის იუბილეს აღნიშნავს. დიდ ბრიტანეთში იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 2 ივლისიდან დაიწყება და 2022 წლის 5 ივნისამდე გაგრძელდება.

ელისაბედ მეორე ტახტზე 25 წლის ასაკში, 1952 წელს ავიდა. აქამდე ინგლისის არცერთ მონარქს არ ჰქონია შესაძლებლობა აღენიშნა პლატინის, იმავე -  ტახტზე ასვლის 70 წლისთავი.

სამეფო ოჯახი ამის შესახებ თავის ტვიტერის გვერდზე წერს: "ეს იქნება შესაძლებლობა მთელი ინგლისის მოსახლეობისთვის, რომ შეიკრიბონ და ერთად აღნიშნონ ეს ისტორიული მოვლენა".

იუბილის გამო ძალიან ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი. მაგალითად ფერთა მარში, რომელიც ძველი ინგლისური ცერემონიის ელემენტებს შეიცავს. ამ დროს ერთად იყრის თავს ქვეყნის რამდენიმე, სხვადასხვა ფერში ჩაცმული ბატალიონი. ასევე აინთება პლატინის შუქურა, რომელიც სიმბოლური იქნება. მსგავსი შუქურები, ასევე, ქვეყნის სხვადასხვა მსხვილ ქალაქში განთავსდება. 

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები