ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ერთ-ერთი აღსაზრდელის ბიძა. მას ბრალი მუქარისთვის წაუყენეს. ამ დრომდე არ დამდგარა დაწესებულების იმ თანამშრომლების პასუხისმგებლობა, რომლებსაც მოზარდების ნაწილი ძალადობაში საჯაროდ ადანაშაულებს.
დაწესებულების კარი ისევ დაკეტილია მედიისთვის და სახალხო დამცველისთვის, თუმცა ადგილზე წმ.გიორგის სახელობის კარატისტთა ჯგუფიდან 50- ბავშვი შეიყვანეს.
ამ ფონზე დღეს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინა სიძულვილის შემცველი და ჰომოფობიური განცხადებები სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს სპირიდონ აბულაძს მხრიდან.
ავტორი: მაია იველაშვილი