05 მაისი 2024,   03:08
ვრცლად
ჯო ბაიდენის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე პუტინი ამერიკულ მედიას ინტერვიუს აძლევს

ჯო ბაიდენის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, პუტინი ამერიკულ მედიას ინტერვიუს აძლევს.

კრემლის ლიდერი ამბობს, რომ დასავლეთმა არ შეასრულა რუსეთისთვის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მიცემული დაპირება, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით არ მოხდებოდა.

ჯო ბაიდენის თქმით კი, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე მკაფიოს გახდის, თუ სად გადის წითელი ხაზები. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, პუტინი ღირსეული მოწინააღმდეგეა და გულწრფელი იყო, როდესაც ვლადიმერ პუტინს ერთ-ერთ ინტერვიუში მკვლელი უწოდა.

ბაიდენი-პუტინის შეხვედრა ხვალ ჟენევაში გაიმართება.

დღის ამბები