05 მაისი 2024,   01:52
ვრცლად
მამამ 17 წლის გოგო სექსუალური ძალადობის დაფარვის ნიადაგზე მოკლა - სასტიკი მკვლელობა დიდ ბრიტანეთში

მამამ თავისი თინეიჯერი გოგონა მოკლა. მკვლელობის მთავარი მოტივი კი შვილის "გაჩუმება" იყო, ვინაიდან მამა შვილზე სექსუალურად ძალადობდა. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

17 წლის ბერნადეტ ვოლქერი ბოლოს ცოცხალი გასული წლის 18 ივლისს ნახეს, როდესაც მამამისმა, 51 წლის სკოტ ვოლქერმა გოგოს  ბებია-ბაბუის სახლიდან წამოსაყვანად მანქანით მიაკითხა.

გოგონას სხეული ჯერ ნაპოვნი არ არის, მაგრამ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ბენადეტის გაუჩინარების შესახებ გარდაცვლილის დედამ პოლიციას მხოლოდ 21 ივლისს შეატყობინა.

თინეიჯერმა გოგომ დედას 16 ივლისს გაუმხილა, რომ მამა მასზე სექსუალურად წლების მანძილზე ძალადობდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მოზარდს დედამ არ დაუჯერა, ამბის უკეთ გარკვევის მაგივრად კი ბერნადეტი ბებიის სახლში გაუშვეს, რათა სიტუაცია დაწყნარებულიყო. ხოლო მას შემდეგ, რაც გოგონას მოძალადე მამამ მიაკითხა, მისი კვალი საბოლოოდ გაუჩინარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბერნადეტის გვამი არ არის ნაპოვნი, იგი მიცვალებულად გამოაცხადეს. მის მშობლებს ჰქონდათ გეგმა, თუ როგორ აერიდებინათ თავიდან ყველანაირი სასჯელი. ეს ყველაფერი კი ცრუ ჩვენებების და სხვადასხვა მანიპულაციური გზით უნდა გაეხორციელებინათ. მათ ხელთ იგდეს შვილის სოციალური ქსელები და გააგზავნეს ყალბი მესიჯები, რათა მოზარდის სამეგობროს ეჭვები არ გასჩენოდა.

საბოლოოდ ორივე მათგანი დააპატიმრეს გოგოს გაქრობიდან ექვსი კვირის შემდეგ. დამნაშავეები ბრალს არ აღიარებენ, მათი სასამართლო ახლა მიმდინარეობს.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები