05 მაისი 2024,   09:01
ვრცლად
ავღანეთში თავდასხმასა 3 ექიმი და 2 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა

ავღანეთში თავდასხმას 3 ექიმი და 2 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

როიტერის ინფორმაციით, დაღუპული ექიმები ნანგარხარის რეგიონში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობდნენ. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. უცნობი რჩება სამედიცინო პერსონალზე განხორციელებული თავდასხმის მოტივი.

ნანგარხარის რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, შეიარაღებული პირებმა იერიში 4 სხვადასხვა პუნტქტზე ერთდროულად მიიტანეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მედპერსონალზე თავდასხმა მარტშიც განხორციელდა, სამიზნე წინა შემთხვევაშიც ვაქცინაციის პროცესში ჩართული მედიკოსები იყვნენ.

დღის ამბები