22 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
"არც პატრიარქი, არც მეუფე სპირიდონი და არავინ ჩემს საქმეში არ ჩაერევა" - ნინოწმინდის ახალი ხელმძღვანელი ომბუდსმენს შეხვდება

ნინოწმინდის პანსიონიდან აღმზრდელების ნაწილს ათავისუფლებენ. 20-ზე მეტი თანამშრომელი დაწესებულებას დატოვებს. დარჩება 19 აღმზრდელი. გადაწყვეტილება თბილისიდან ნინოწმინდაში ცოტა ხნის წინ ჩასულმა ახალმა დირექტორმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოაცხადა.

ცნობილი გახდა სხვა გადაწყვეტილებების შესახებაც. პანსიონის ადგილზე დღის სკოლა გაიხსნება, თავად დაწესებულება კი მცირე ზომის სახლად გადაკეთდება.

მთავარეპისკოპოსის თქმით, სახელმწიფო საპატრიარქოს ახალ მიწის ნაკვეთებს გადასცემს, სადაც მცირე ზომის ბავშვთა სახლები აშენდება.

"მიწას გამოგვიყოფენ და დავიწყებთ. სახელმწიფომ უნდა გამოგვიყოს, რა თქმა უნდა. 1000 და 1500 კვადრატამდე დაგვჭირდება თითო სახლისთვის. ეს ჩვენი სახლებისთვის ხომ არ გვინდა?

ხელისუფლების, ევროკავშირის, გაეროს ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-ისგან სრული თანხმობაა. რჩევებს და რეკომენდაციებს ყველაფერს გავითვალისწინებთ.  არც პატრიარქი, არც მეუფე სპირიდონი და არავინ ჩემს საქმეში არ ჩაერევა," - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ ის ხვალ სახალხო დამცველს შეხვდება.

დღის ამბები