27 აპრილი 2024,   04:01
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრი ბეტონის ფილების მწარმოებელ საწარმო "ლეგის" ესტუმრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბეტონის ფილების მწარმოებელ საწარმო "ლეგის" ესტუმრა. ქარხანა "აწარმოე საქართველოს" პროექტის დახმარებით შეიქმნა. ის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ფილებს, საბორტე ქვებსა და სამშენებლო ბლოკებს აწარმოებს.

ამასთანავე, კომპანია საკუთარ მომხმარებელს სპეციალურ, ე.წ "Colormix" ტექნოლოგიას სთავაზობს, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს.

საწარმოში, რომელიც უკრაინული ინვესტიციითაა შექმნილი, 50 ადამიანია დასაქმებული.

დღის ამბები