27 აპრილი 2024,   01:15
ვრცლად
შეერთებულ შტატებში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის პოლიციელი და თავდამსხმელია

შეერთებულ შტატებში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა - კოლორადოში, ქალაქ დენვერში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ქუჩაში გახსნა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის პოლიციის ოფიცერი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაღუპულია თავდამსხმელიც. ის სამართალდამცავის ტყვიას ემსხვერპლა.

მომხდარის დეტალები და სროლის მოტივი უცნობია.

დღის ამბები