27 აპრილი 2024,   03:35
ვრცლად
რატომ გაათავისუფლეს 6 და 9 წლის ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დედა და მამინაცვალი - თურქეთში მომხდარი საქმის დეტალები

თურქეთში, ანტალიის პროვინციის ქალაქ ელმალის პოლიციამ 6 წლის გოგონასა და 9 წლის ბიჭზე სექსუალურ ძალადობაში დედის, მამინაცვლისა და მათი მეგობრების წინააღმდეგ გამოძიება ბებიის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენებებში, სადაც ბავშვები შემზარავ დეტალებზე საუბრობენ, დედისა და მამინაცვლის გარდა, ფიზიკურ ძალადობაში ბებიასა და ბიძასაც ამხელენ. 6 წლის გოგონა და 9 წლის ბიჭი ყვებიან, თუ როგორ ეხებოდნენ მამინაცვალი და მისი მეგობრები სხეულის ინტიმურ ნაწილებზე და როგორ უსწორდებოდნენ ოჯახის სხვა წევრები მათ ბლაგვი ნივთებითა და სადენებით.

საპირისპიროს ამტკიცებენ ბრალდების ადრესატები. ბავშვების დედა მერვე აკმანი და მამინაცვალი რაჰმი აკმანი, რომელიც სასამართლომ ექიმებისა და ფსიქოლოგების დასკვნებზე დაყრდნობით უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა, ტელევიზიებთან პირველ კომენტარს აკეთებენ.

მერვე და რაჰმი აკმანების გათავისუფლებას თურქეთში მწვავე პროტესტი მოყვა როგორც რიგით მოქალაქეებში, ისე კულტურისა და სპორტის წარმომადგენლებში. ჰეშთეგმა "ელმალის საქმე" მილიონობით თურქი გააერთიანა სოციალურ ქსელში, რომლებიც ბავშვების დედისა და მამინაცვლისთვის ადეკვატურ განაჩენს და მოძალადეების მკაცრად დასჯას ითხოვენ, მათ შორის ისეთი ცნობილი სახეები არიან, როგორიცაა მომღერალი ტარკანი, მსახიობი დემეთ ოზდემირი, ასევე, საფეხბურთო კლუბები "გალათასარაი", "ფენერბახჩე" და "ბეშიქთაში."

დღის ამბები