16 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
ჩვენ ვართ უმრავლესობა, რომლებიც ვთვლით, რომ სხვა ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს და ყველანი ვართ თანაბრები - ბიძინა კულუმბეგოვი

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის ქმედებები, რომელიც გუშინ დედაქალაქის მთავარ გამზირზე ძალადობრივმა ჯგუფებმა განახორციელეს. აღნიშნული კომენტარი ცნობილმა ექიმმა დღეს პარლამენტის წინ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე რუსთავი2-თან გააკეთა და აღნიშნა, რომ აქციაზე მისვლაც იმ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოებამ აჩვენოს რომ ქვეყანაში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც არ სურს მსგავს ძალადობრივ გარემოში ცხოვრება:

"ეს არის სრულიად მიუღებელი, ჩვენ გავიღვიძეთ ქვეყანაში, რომელშიც არ მინდოდა, რომ გამღვიძებოდა. ამიტომ მე ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მინდა რომ ქვეყანამ იცოდეს, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, ადამიანები, რომლებიც ვთვლით რომ სწორად ვაზროვნებთ და ეს არის სწორედ ქრისტიანული მორალით აზროვნება, რომ სხვა ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს, ყველანი ვართ თანაბრები და ჩვენ ამ მრწამსს შევინარჩუენებთ და ამ ქვეყანას მომავალი მხოლოდ აქ აქვს," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა, მისი თქმით, გუშინდელ პროცესებს თვითორგანიზებულობის ელფერი არ დაჰკრავდა, თუმცა მისი თქმით მნიშვნელოვანია არა ის თუ ვისგან იყო ორგანიზებული, არამედ ის რომ პოლიციამ თავისი მოვალეობა შეასრულოს.

დღის ამბები