20 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, გლდანში მამაკაცმა დის საქმრო მოკლა

მკვლელობა თბილისში - გლდანში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს.

"კურიერის" ინფორმაციით მამაკაცს, სასიკვდილო ჭრილობები საცოლის ძმამ მიაყენა. 

არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა. 

როგორც "კურიერს" შსს-ში განუცხადეს, დამნაშავე იდენტიფიცირებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დღის ამბები