05 მაისი 2024,   06:14
ვრცლად
ბელარუსის მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი 56 არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა

ბელარუსის მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი 56 არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა. ლუკაშენკოს განცხადებით, მსგავს ორგანიზაციებში ქვეყნის ათასობით მოქალაქე მუშაობს, რომლებიც უცხოური ფული გავლენის ქვეშ იმყოფებიან.

ამ დროისთვის, ბელარუსში რამდენიმე მედიასაშუალებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს. ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს უმაღლესმა კომისარმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს რეპრესიები უწოდა.

 

დღის ამბები