27 აპრილი 2024,   02:41
ვრცლად
ავღანეთში სიტუაცია დღითიდღე იძაბება - თალიბანსა და ავღანეთის თავდაცვის ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს

ავღანეთში სიტუაცია დღითიდღე იძაბება. კრიტიკული სიტუაციაა ქვეყნის სამ პროვინციაში, სადაც თალიბანსა და ავღანეთის თავდაცვის ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. მათ შორის, დაპირისპირება მას შემდეგ გამძაფრდა, რაც შტატებმა და ნატომ სამხედროების გაყვანა დაიწყეს.

მცირე ადმინისტრაციული ოლქების დაკავების შემდეგ რადიკალური დაჯგუფების მიზანი პროვინციების მთავარ ქალაქებზე კონტროლის დამყარებაა. მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში, თავდასხმებს ათობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

დღის ამბები