27 აპრილი 2024,   04:08
ვრცლად
მოსახლეობა პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ბანგკოკის ქუჩებში კიდევ ერთხელ გამოვიდა

ტაილანდში პროტესტი გრძელდება. მოსახლეობა პრემიერ მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ბანგკოკის ქუჩებში კიდევ ერთხელ გამოვიდა.

სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს, თავად აქციის მონაწილეებმა კი პოლიციელებს საღებავები და მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობები ესროლეს.

მოსახლეობა ქვეყნის ხელისუფლებას პანდემიის არაეფექტურ მართვასა და კორუფციაში ადანაშაულებს.

დღის ამბები