05 მაისი 2024,   03:34
ვრცლად
მავრიტანიის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად 47 მიგრანტი დაიკარგა

მავრიტანიის სანაპიროსთან, ნავის ჩაძირვის შედეგად, 47 მიგრანტი დაიკარგა. დაკარგულთა შორის 3 არასრულწლოვანია.

მედიის ინფორმაციით, დაკარგულები, სავარაუდოდ, დაიღუპნენ.

ნავი, რომელზეც სულ 54 ადამიანი იმყოფებოდა, დასავლეთ საჰარადან კანარის კუნძულებისკენ მიემართებოდა. ჯერჯერობით, მაშველებმა მხოლოდ 7 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს.

დღის ამბები