27 აპრილი 2024,   08:51
ვრცლად
COVID-19-ის საწინააღმდეგო ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით ქვეყნების პოზიციებს ჯანმო არ ეთახმება

ბოლო რამდენიმე კვირაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფექციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ირანში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ირანში, ბოლო 24 საათში თითქმის 600 ადამიანი დაიღუპა, რაც გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელია. ქვეყანაში უკვე ვირუსის მე-5 ტალღას ებრძვიან. ირანში საყოველთაო ლოკდაუნია გამოცხადებული. აკრძალულია რეგიონებს შორის გადაადგილება. დაიხურა ბიზნესობიექტების ნაწილი და გასართობი ცენტრები.

კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მე-4 ადგილზეა. მხოლოდ რუსეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 20 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 800-მდე კი გარდაიცვალა.

ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მქონე ისრაელში ვირუსის გავრცელების მეოთხე ტალღა დაიწყო. ჯანდაცვის ექსპერტებსა და სახელმწიფო ლიდერებში განსაკუთრებულ შეშფოთებას ვირუსის ახალი ვარიანტები იწვევს. ქვეყანაში ლოკდაუნის თავიდან ასაცილებლად 40 წლიდან პირების ბუსტერ დოზებით აცრა დაიწყეს.

ამ კვირაში მოწყვლადი ჯგუფებისთვის ბუსტერ დოზებით აცრა გამოაცხადეს ონტარიოშიც. გერმანია და აშშ კი მესამე დოზით მოქალაქეებს სექტემბრიდან აცრიან.

მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სხვა პოზიცია აქვს. ჯანმოში აცხადებენ, რომ არ არსებობს არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება მესამე დოზის საჭიროებაზე.

დღის ამბები