23 დეკემბერი 2024,   00:42
ვრცლად
სასამართლომ ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებულებს 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, აღნიშნული ვადა დღეს ამოიწურა და ბრალდებულები დღესვე გათავისუფლდებიან

ვახო სანაიას საქმეზე დაკავებულების განაჩენი ცნობილია. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ბრალდებულებს მოსამართლის გადაწყვეტილებით, 6 თვიანი პატიმრობა მიესაჯათ.

ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე თებერვალში დააკავეს. 

თებერვლიდან ბრალდებულების დაპატიმრების შემდეგ, მათთვის მისჯილი 6 თვიანი ვადა სწორედ დღეს ამოიწურა, შესაბამისად, სამივე ბრალდებული დღესვე გათავისუფლდება.

 

დღის ამბები