20 ნოემბერი 2024,   03:16
ვრცლად
ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე ფინალისთვის იბრძოლებენ
ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე ფინალისთვის იბრძოლებენ.
 
როგორც საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი წერს, მეოთხედფინალში ქართველმა პარამოფარიკავეებმა შესანიშნავად იასპარეზეს.
 
ირმა ხეცურიანის მოწინააღმდეგე (B კატეგორიაში) იტალიელი როსანა რასკუინო იყო, რომელიც 14:10-სს იგებდა, თუმცა, დარჩენილ დროში, ირმა ხეცურიანმა უშეცდომოდ იასპარეზა და 15:14 მოიგო.
 
ასევე დაძაბული იყო ნინა თიბილაშვილის და უკრაინელი ნატალია მორკვიჩის დაპირისპირება (A კატეგორია), რომელიც ასევე, 15:14 დამთავრდა.
 
ნახევარფინალში ირმა ხეცურიანი ჩინელ შუმეი ტანს, ხოლო ნინა თიბილაშვილი უკრაინელ ევგენია ბრეუსს შეხვდება.
 
ხმლით ფარიკაობის საფინალო ბლოკი თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება.
დღის ამბები