16 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან-გადმოტანა - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით ომბუდსმენის ინიციატივას და ოპოზიციის მოთხოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყნის სტაბილურობას არჩევნების გადადატან-გადმოტანა არ წაადგება.

ამის შესახებ პრეზიდენტმა განცხადებაში გაამახვილა ყურადღება, რომლითაც საზოგადოებას მარიამობის დღესასწაული მიულოცა. 
 
"მეკითხებიან არჩევნებზე რას ფიქრობთო. პასუხი მარტივია: აქაც ჩვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს. ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან-გადმოტანა და როგორც 2020 წელს შევძელით, დღესაც უნდა იყოს შესაძლებელი შესაბამისი ზომების მიღება, რათა საარჩევნო უბანზე ყველა უსაფრთხოების ნორმა იყოს დაცული. თუმცა, ვითარება გვიკარნახებს გადაწყვეტილებას - იმ შემთხვევაში თუ ვერ შევინარჩუნებთ ტენდენციას სტაბილურობისაკენ, რაც ბოლო დღეებში შეიმჩნევა," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები