27 აპრილი 2024,   08:15
ვრცლად
"ჩრდილოეთ ნაკადი 2-ით" ბუნებრივი გაზის მიწოდება ევროპულ ბაზარზე შესაძლოა, წლის ბოლომდე დაიწყოს

"ჩრდილოეთ ნაკადი 2-ით" ბუნებრივი გაზის მიწოდება ევროპულ ბაზარზე შესაძლოა, წლის ბოლომდე დაიწყოს. მედიის ინფორმაციით, რუსული გაზის ექსპორტი გაიზრდება არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ აღმოსავლეთშიც.

გაზსადენი ევროპის ქვეყნებს გაზით უკრაინის გვერდის ავლით მოამარაგებს, რაც კიევს დიდ ფინანსურ ზარალს მოუტანს.

პროექტს ეწინააღმდეგება შეერთებული შტატები. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ გაზსადენის ამოქმედება რუსეთის გაზზე ევროპის დამოკიდებულებას გაზრდის.

დღის ამბები