20 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, ყოველთვიურად დავზოგავთ 50-70 ადამიანის სიცოცხლეს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევები შემცირებულია, ქვეყანაში ეპიდვითარება ჯერ კიდევ რთული რჩება.

დღეს მძიმე პაციენტების რაოდენობა, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებენ, 1500-ზე მეტია, ხოლო ხელოვნური ვენტილაცია 400-ზე მეტ პაციენტს ესაჭიროება.

თუმცა, ამ ფონზე ამირან გამყრელიძის თქმით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ პირბადის ტარების ნიშნული ქვეყანაში არის შემცირებული და 43%-მდეა ჩამოსული.

"ასეთი რთული მდგომარეობაა ქვეყანაში და ეს მთავარი დამცველი საშუალება - პირბადე რომ ყველამ, 95%-მა მოსახლეობის ატაროს - პირიქით, მოდის ქვევით, რაც ძალიან ცუდია პროგნოზულად. იმიტომ, რომ თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, სხვადასხვა პროგნოზული მაჩვენებლებით, ყოველთვიურად დავზოგავთ 50-70 ადამიანის სიცოცხლეს. თუ 1000 ადამიანი ორჯერ აიცრება, ეს არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე. რთული მდგომარეობაა ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია რთულია და რომ გადავარჩინოთ ადამიანთა სიცოცხლე, საჭიროა, რომ ყველამ დავიცვათ ეს რეკომენდაციები - პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრების თავის არიდება და აცრა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები