27 აპრილი 2024,   07:18
ვრცლად
თალიბანმა ქაბულში ქალთა საპროტესტო აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალა

თალიბებმა ათობით ქალის საპროტესტო აქცია დაშალეს. თალიბანის მიერ ავღანეთის აღების შემდეგ, ქალებმა საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით აქციები დაიწყეს.

ქალთა ჯგუფის განცხადებებით, თალიბებმა ისინი ცრემლსადენი გაზითა და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაარბიეს მაშინ, როდესაც დემონსტრანტები ხიდიდან პრეზიდენტის სასახლემდე გადასვლას ცდილობდნენ.

ავღანელი ქალები შრომის უფლებას მოითხოვენ, ასევე მათ სურთ მთავრობის შემადგენლობაში იყვნენ ჩართულნი.

როგორც თალიბანის წარმომადგენლები ამბობენ, ქალებს ექნებათ მთავრობის შემადგენლობაში ყოფნის უფლება, თუმცა მინისტრების თანამდებობებს ვერ დაიკავებენ.

ქალთა ნაწილი შიშობს, რომ ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლით, მათ მიმართ კვლავ ძველებურ მოპყრობას დააბრუნებენ, როგორიც 1996 წლიდან 2001 წლამდე იყო. ქალებს ავალდებულებდნენ გარედან სახის დაფარვას და მცირე დარღვევებისთვის მკაცრად სჯიდნენ.

დღის ამბები