05 მაისი 2024,   02:52
ვრცლად
ბელარუსი და რუსეთი სამხედრო საკითხებში თანამშრომლობას გაზრდიან - ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსი და რუსეთი სამხედრო საკითხებში თანამშრომლობას გაზრდიან - აღნიშნული განცხადება ალექსანდრ ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

პარალელურად, რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომელიც 16 სექტემბრამდე გაგრძელდება. NATO რუსეთსა და ბელარუსს სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს.

როგორც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აცხადებენ , "ზაპად 2021"-ის წვრთნებზე ნატო მანევრებზე დამკვირვებლად არ მიუწვევიათ. NATO-ს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ყველა ქვეყანას აქვს ამხედრო სწავლებების ჩატარების უფლება, თუმცა მათ უნდა დაიცვან ვალდებულება, რომ მანევრები გამჭვირვალედ ჩატარდეს.

დღის ამბები