27 აპრილი 2024,   03:45
ვრცლად
საგარეო ვაჭრობა არის ერთ-ერთი ის მიმართულება, რომელიც ეკონომიკაში სწრაფი აღდგენით ხასიათდება - ფინანსთა მინისტრი

საქსტატის მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22.2%-ით გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 2 მილიარდ 605 მილიონი დოლარი იყო, ანუ 25.7%-ით მეტი, ხოლო იმპორტი 6 მილიარდ 72 მილიონი დოლარი, რაც თითქმის 21%-იანი ზრდაა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 3 მილიარდ 467 მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40% შეადგინა.

ამ თემაზე მინისტრებმა განცხადებები მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

"საგარეო ვაჭრობა არის ერთ-ერთი ის მიმართულება, რომელიც ეკონომიკაში სწრაფი აღდგენით ხასიათდება. ჩვენ გვაქვს საკმაოდ სტაბილური ზრდა ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით. ის სტატისტიკა, რომელიც დღეს გვაქვს, მიუთითებს იმაზე, რომ სწორედ პოზიტიური სცენარის მიმართულებით ხორციელდება საქართველოს ეკონომიკის განვითარება, რაც ნიშნავს იმას, რომ წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა," - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

დღის ამბები