"კურიერი" 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში სავარაუდო კავშირში მყოფი კაკულიების ოჯახის ახლობელ სასულიერო პირს ესაუბრა.
მღვდელი ლევან ფირცხალაიშვილი გამორიცხავს ვერსიას, რომ მომხდარი კაკულიებს შურისძიებას უკავშირდებოდეს.
"ესენი, რომ შერიგებულები იყვნენ, ვიცი. მგონია, რომ მეგობრები იქნებოდნენ ბავშვები, რადგან გია ნათლიაა და აბსურდული ვერსიაა. მე პატიმრებისგან მაქვს გაგებული, რამდენიმე მღვდლისგან რომლებიც ყოფილი პატიმრები არიან, რომ თითქოს დაპირისპირება ჰქონდათ და მერე შერიგდნენ, მაგათი დაპირისპირება რა უნდა ყოფილიყო. მძიმე დაპირისპირება რა ექნებოდათ, ძმაკაცები იყვნენ, ბავშვის ნათლია იყო და ისეთი რა უნდა ყოფილიყო, არ ვიცი,"- აცხადებს მღვდელი ლევან ფირცხალაიშვილი.
"კურიერის" ინფორმაციით, გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით საქმე 20 წლის წინ მოკლულ ე.წ. კანონიერ ქურდს, დავით კაკულიას - მეტსახელად დათო "თბილისსკის" და მისი შვილების შურისძიებას ეხება. შურისძიება კი, დაკავშირებულია მოკლული ახალგაზრდის მამასთან, რომელიც ასევე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტია.