აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლეების სერგო მეთოფიშვილისა და გოგა კიკილაშვილის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მოსამართლეებს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. სერგო მეთოფიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ხოლო გოგა კიკილაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა. ახლად განწესებულ მოსამართლეებს იურიდიულ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ესწრებოდნენ.