27 აპრილი 2024,   02:49
ვრცლად
ქაბულის მერიაში ქალებს მუშაობის გაგრძელების უფლებას არ აძლევენ

ქაბულის მერიაში ქალებს მუშაობის გაგრძელების უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის ახალმა მერმა მიიღო.

მისი თქმით, თალიბანი საჭიროდ მიიჩნევს, ქალებმა გარკვეული დროის განმავლობაში არ იმუშაონ. შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პოზიციებზე, სადაც კაცებს მუშაობა არ შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ ავღანეთში სკოლები მხოლოდ ბიჭებისთვის და კაცი მასწავლებლებისთვის უკვე გაიხსნა. თალიბანის განცხადებით, გოგონების სკოლების გახსნის თაობაზე მსჯელობას განაგრძობენ.

დღის ამბები