27 აპრილი 2024,   09:03
ვრცლად
ლავა ანადგურებს ყველაფერს, რაც გზად შეხვდება - კანარის კუნძულებზე სტიქია მძვინვარებს

სტიქია კანარის კუნძულებზე - ესპანეთში, კუნძულ ლა პალმაზე ამოფრქვეულმა ვულკანმა სახლები გაანადგურა, 5500-მდე ადამიანი კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა. 

ვულკანი შაბათს ამოიფრქვა, ლავა მთიდან ეშვება და ანადგურებს ყველაფერს, რაც გზად შეხვდება. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ამ დროისთვის 100-ზე მეტი სახლი ვულკანმა გაანადგურა. 

ადგილზე ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩეზი ჩაფრინდა. მისი თქმით, ყურადღებით აკვირდებიან ხანძრებს, რომელიც, შესაძლოა, ლავის შედეგად გაჩნდეს. 

ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებული ადამიანების შესახებ. სავალდებულო ევაკუაცია 4 სოფელს შეეხო, მოსახლეობას დროებითი თავშესაფრები გამოუყვეს. 

დღის ამბები