27 აპრილი 2024,   07:16
ვრცლად
დაჭრა დმანისში -"ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ მისმა შვილმა დანაშაული აღიარა და პოლიციას ჩაბარდა

დმანისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან”, მიხეილ დაუთაშვილი, რომლის შვილიც დმანისში დაჭრის ფაქტის გამო პოლიციამ დააკავა, პირველ კომენტარს აკეთებს. ის ამბობს, რომ მისი შვილი აღიარებს დანაშაულს და პოლიციას თავად ჩაბარდა.  

"აღიარებს, მივიდა პოლიციაში და ჩაბარდა თვითონ. ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჩაბარდა თვითონ თავისი ნებით,“ - აღნიშნა დაკავებულის მამა, დმანისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან”, მიხეილ დაუთაშვილი.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს დმანისში, მას არ აქვს მოლოდინი, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად წარიმართება.

"თვალის ასახვევად შეიძლება ვიღაცები დააკავონ და ამ ზონდერ ბრიგადის ლიდერებს და ზონდერ ბრიგადის დამკვეთებს არ შეეხონ. მაგრამ როდემდე? როდესაც შეიცვლება ყველაფერი, ყველა ადამიანი, რომლებმაც ადამიანის თავისუფალ ნებს, ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნეს, მიეცემიან პასუხისგებაში,“ - აცხადებს გიორგი ტატუაშვილი. 

დღის ამბები