27 აპრილი 2024,   05:43
ვრცლად
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაქცინის ბუსტერ დოზით აიცრა

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში 233 მილიონს გადააჭარბა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ვაქცინის ბუსტერ დოზით აიცრა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

სამხრეთ კორეაში ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება 12 წელს გადაცილებული მოზარდებისთვის, გარდა ამისა ბუსტერ დოზებს შესთავაზებენ 75 წელს გადაცილებულ ადამიანებს.

სიდნეიში კოვიდ რეგულაციების შემსუბუქება იგეგმება, იაპონიაში კი საგანგებო მდგომარეობა სავარაუდოდ თვის ბოლოს მოიხსნება.

წელიწადნახევრიანი იძულებითი პაუზის შემდეგ გერმანიაში მსოფლიო მნიშვნელობის ღამის კლუბი - "ბერქაინი" 2 ოქტომბერს გაიხსნება, კლუბის სტუმრობისთვის აუცილებელი პირობა კოვიდპასპორტის ქონა იქნება.

დღის ამბები