"ქართული ოცნების" ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, კახაბერ ლაბუჩიძე გუთნის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.
ამომრჩევლებს კანდიდატმა მმართველი გუნდის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო. ასევე ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უახლოეს პერიოდში დაიწყება.