27 აპრილი 2024,   07:28
ვრცლად
რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაცია იწყება

რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაცია იწყება. გზის რეაბილიტაციის პროექტი ოფიციალურად დაიწყო.

თბილისის მერმა კახა კალაძემ კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა ჩადო.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება დაახლოებით 50 მილიონი ჯდება.

"ეს არის რუსთაველისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა. დაახლოებით 50 მილიონი ჯდება მთლიანად ამ პროექტის განხორციელება. თვითონ ტექნიკა არის მსოფლიოში წამყვანი კომპანია Doppelmayr-ის, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ მსოფლიოში ამ დარგში, ამ მიმართულებით. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "დაგი“ შეასრულებს. დაახლოებით 2022 წლის ბოლოსთვის მთლიანად დამთავრებული იქნება ეს სამუშაო,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.  

რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა საათში 1200 მგზავრს მოემსახურება. ხაზზე 21 გონდოლა იმოძრავებს, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4,07 წუთი იქნება, ხოლო მარშრუტის სიგრძე - 845,55 მეტრი.

საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება დაგეგმილია 2022 წლის ბოლოსთვის  და ის სამართავად  "მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა. 

დღის ამბები