27 აპრილი 2024,   07:36
ვრცლად
ელოდება თუ არა მსოფლიოს კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამოვლინებები - მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვი 238 მილიონს აჭარბებს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 238 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 5 მილიონს აღწევს.

ვირუსთან საბრძოლველად ქვეყნები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ავსტრალია საზოგადოებას "ბუსტერ" დოზებს სთავაზობენ. ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება კანადასა და რუსეთში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი მიიჩნევენ, რომ პანდემიის დასრულების მოლოდინი ნაადრევია. ჯანმოს მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის განცხადებით, წინ ძალიან ბევრი უცნობი და მათ შორის, კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამოვლინებები გველოდება.

ავტორი: თამუნა ხონელიძე

დღის ამბები