21 დეკემბერი 2024,   15:55
ვრცლად
დამწყებმა იურისტმაც იცის, რომ თუ პატიმარი ახალ დანაშაულს ჩაიდენს მას სხვა მუხლებიც დაემატება - პრემიერი სააკაშვილზე გაკეთებულ განცხადებას განმარტავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტება გააკეთა განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან ციხეში მყოფ ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, მისი გადასაწყვეტი არ არის მიხეილ სააკაშვილს სასჯელს დაუმატებენ თუ არა, მაგრამ მან ჟურნალისტის კითხვაში დაინახა, რომ სააკაშვილი გადატრიალებისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას, რაც დანაშაულია და რაც, შესაბამისად, ითვალისწინებს დამატებით სასჯელს. 

"მე ვურჩევდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი განცხადება არასწორად გაიგო, კიდევ ერთხელ მოუსმინოს მას და არ გააკეთონ არასწორი ინტერპრეტაციები. ერთია, რომ მე ჩემ პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებდი და მეორე, მე არ მითქვამს, რომ თუ წესიერად არ მოიქცეოდა, ჟურნალისტი მეკითხებოდა, რომ სააკაშვილი კვლავაც მოუწოდებსო, მე წავიკითხე დაუმორჩილებლობა და გადატრიალების მსგავსი მოწოდება ჰქონდა გაკეთებული პატიმარ სააკაშვილს. მხოლოდ ამაზე საპასუხოდ, ნახევრად ირონიულად, პოლიტიკურად ვუპასუხე, რომ ეს დამწყებმა იურისტმაც კარგად იცის, რომ თუ პატიმარი ახალ დანაშაულს ჩაიდენს, მათ შორის, საპატიმროში, მას, ბუნებრივია, სხვა მუხლებიც დაემატება,"- განმარტა პრემიერმა. 

დღის ამბები