27 აპრილი 2024,   05:37
ვრცლად
გერმანიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

3 ადამიანი დაიღუპა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გერმანიაში.

შემთხვევა ბადენ-ვურთემბერგის პროვინციის ტყის მასივში მოხდა. დაღუპულთა შორის 2 მგზავრი და მფრინავია.

ინციდენტის ყველა დეტალი ჯერჯერობით უცნობია. ჩამოვარდნის მიზეზებს პოლიცია იძიებს.

დღის ამბები