27 აპრილი 2024,   07:52
ვრცლად
სიტყვები არ მყოფნის ჩემი შოკისა და მწუხარების გადმოსაცემად - ალეკ ბოლდუინი მომხდარ ტრაგედიაზე პირველ კომენტარს აკეთებს

სიტყვები არ მყოფნის ჩემი შოკისა და მწუხარების გადმოსაცემად - მსახიობი ალეკ ბოლდუინი გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. ჰოლივუდის ვარსკვლავმა გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს მიუსამძიმრა და გამძლეობა უსურვა. როგორც ცნობილია, ტრაგიკულ გასროლამდე მსახიობს იარაღი რეჟისორის ასისტენტმა მიაწოდა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ მექსიკოში ფილმ "რასტის" გადასაღებ მოედანზე მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა სარეკვიზიტო იარაღიდან გაისროლა. იარაღი ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, თუმცა გასროლას ოპერატორი ემსხვერპლა, მძიმედ დაიჭრა რეჟისორი. მსახიობი თავისი ნებით გამოცხადდა პოლიციაში და ჩვენება მისცა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ჯერჯერობით ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.

დღის ამბები