25 აპრილი 2024,   05:18
ვრცლად
პოლიცია გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებს

სვანეთში შუა ხნის მამაკაცს ეძებენ - მამაკაცი, დაახლოებით, 1 კვირის წინ, ჭუბერიდან სამეგრელოს მიმართულებით წავიდა და გაუჩინარდა.

შუა ხნის მამაკაცი წალენჯიხის მკვიდრია, რომელიც მესტიის რაიონში, ჭუბერში სახერხ საამქროში მუშაობდა. "კურიერის" ინფორმაციით, მან თავი შეუძლოდ იგრძნო და სახლში, წალენჯიხაში წასვლა გადაწყვიტა, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება.

სამძებრო სამუშაოები სვანეთში მიმდინარეობს. ძებნაში, პოლიციის გარდა, სამძებრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც არიან ჩართულნი. 

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აღიძრა. 

დღის ამბები