თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნი-ალბომის "აია-სოფია ღვთაებრივი სიბრძნის ტაძრები მსოფლიოში" პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება ქრისტიანობის 1700 წელთან დაკავშირებით გაიმართა. წიგნი მსოფლიოს 37 ისტორიული ტაძრის შესახებ მომზადებულ სტატიებს აერთიანებს.
პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ასევე ევროპის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრები ესწრებოდნენ.